„ალმერიასთან” შინ 2:1 გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ მართალია ბოლო წამამდე რთული ბრძოლის გადატანა მოუხდათ, მაგრა მთავარია, რომ გაიმარჯვეს.

„ბრძოლით სავსე მატჩი იყო, პერიოდულად რთული. კარგად დავიწყეთ, ორი გოლი გავიტანეთ და შესვენების შემდეგ მესამეზეც ვფიქრობდით, მაგრამ საქმე აგვერია. კიდევ კარგი ბოლო მონაკვეთში ბიჭები დამშვიდნენ. როდესაც იგებ, უპირატესობას გავეშებით სჭირდება შენარჩუნება…

…გარკვეულ მომენტამდე ორი თავდამსხმელით ვთამაშობდით (უგო დურო და რომან იარემჩუკი). ვფიქრობ, მათ შესანიშნავად გაართვეს საქმეს თავი. მომეწონა მათი ურთიერთგაგება და ძალიან კარგია, რომ ორივე თავდამსხმელმა გოლი გაიტანა…

…რაც შეეხება ევროთასებზე გასვლას, მოგახსენებთ, რომ ნაჩქარევად რაიმეს თქმა არ მინდა, მაგრამ როდესაც თამაშებს იგებ, უნებლიედ ევროპაზე ფიქრსაც იწყებ”.