მეორე საბა სერია A-ში

Home კატეგორიის გარეშე მეორე საბა სერია A-ში
მეორე საბა სერია A-ში

სერიას A-ს „ემპოლიმ“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ქუთაისი „ტორპედოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„2004 წლის 25 ივნისს დაბადებული საბა გოგლიჩიძე კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს. ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილ ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ლიგაში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. გოგლიჩიძე თავის ქვეყანაში ერთერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება, მას უთამაშია საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, 4 მატჩი ჩაატარა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, სადაც მან მომაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში“, – წერს „ემპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.