ფახთაქორი იყიდება

Home კატეგორიის გარეშე ფახთაქორი იყიდება
ფახთაქორი იყიდება

ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორს ყიდიან, იუწყება უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტო. საინტერესოა, რომ ამჟამად კლუბის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის.

კლუბის შეძენისას, მოთხოვნები, ფახთაქორის საქმიანობის შენარჩუნება-განვითარებას,  გუნდის საერთაშორისო დონეზე აყვანას და აკადემიის გაძლიერებას, ასევე საფეხბურთო კლუბის ბალანსზე მყოფი ყველა სპორტული ობიექტის, მათ შორის საფეხბურთო მოედნის, მხოლოდ სპორტული აქტივობებისთვის გამოყენებას ითვალისწინებს.

ფახთაქორი უზბეკეთის 15-გზის ჩემპიონი და 13-გზის თასის მფლობელია.

1964 წელს თბილისის „დინამო“ სწორედ „ფახთაქორის“ სტადიონზე გახდა პირველად სსრკ-ის ჩემპიონი. 2017-20 წლებში ამ კლუბის მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ, სხვადასხვა დროს კი უზბეკეთის ყველაზე სახელოვან კლუბში რამდენიმე ქართველი თამაშობდა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.