10 იანვარს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება. ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს…

გუნდმა რამდენიმე შეკრება უკვე გაიარა და გეზი გერმანიისკენ აიღო. გუნდმა რუმინეთი და სლოვენია მოიარა, სადაც ოთხი მატჩი გამართა და სამი მოიგო. ჩვენებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“ ნახევარფინალში სლოვაკეთი დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებთან წააგეს, შემდეგ კი სლოვენიაში საუდის არაბეთისა და ქუვეითის ნაკრებებს სძლიეს.

ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთვის ეს არის მთავარი' - ტიტე კალანდაძის ინტერვიუ  - europopგანვლილ მოსამზადებელ პერიოდზე ნაკრების მწვრთნელს, ტიტე კალანდაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, გუნდმა სლოვენიაში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა კარგ ადგილას, სახელბურთო გარემოში. სურვილი ჰქონდათ, გერმანიაში პირდაპირ სლოვენიიდან გადასულიყვნენ, მაგრამ ჯერ თბილისში მოუწიათ დაბრუნებამ, დღეს კი სტამბოლში ჩავიდნენ და ევროპირველობის მასპინძელი ქალაქისკე აიღეს გეზი. როგორც კალანდაძემ გვითხრა, ეს უფრო გერმანული მხარის ბრალი იყო, რადგან საქართველოს ნაკრების ჩასვლასთან დაკავშირებით დაგეგმილი დახვედრა აქვთ, ტელევიზიები გაფრთხილებულია და გეგმებს ვეღარ შეცვლიდნენ. კალანდაძის ამბობს, ცოტა არ იყოს გაუგებარი ახსნაა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთო.

რაც შეეხება გუნდის მზადებას, ნაკრების მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია. „რუმინეთში და სლოვენიაშიც ლიდერების გარეშე ვითამაშეთ. გიორგი ცხოვრებაძეს ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული და არ გავრისკეთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე უფრო გვჭირდება. ნაკლები დატვირთვით ითამაშა გუნდის კაპიტანმა თემურ ორჯონიკიძემ. ბოლო მატჩში არ უთამაშიათ ირაკლი კბილაშვილსა და ერეკლე არსენაშვილს, თუმცა საგანგაშო არაფერია. კარგი რაც გამოჩნდა, ის არის, რომ გუნდს უკვე ლიდერების გარეშეც შეუძლია თამაში და გვექნება იმის ფუფუნება, რომ მათ ხანდახან დასვენების საშუალება მივცეთ. კარგია რომ ბოლო ორი თამაში მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატს კარგი განწყობით ვხდებით. სლოვენიაში ორი კარგი გუნდი დავამარცხეთ და გერმანიაში იმედიანად მივდივართ. დანარჩენი ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება“, – გვითხრა კალანდაძემ.

საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა

მეკარეები ზურაბ ცინცაძე (პულავი, პოლონეთი), დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი), გიგი რუხაძე (ქუთაისი);

წინა ხაზი გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი), ხაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი არეშიძე (სტუ-პეგასი), ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა ტურდა, რუმინეთი), გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრ.მაკედონია), ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი (ორივე ბათუმი), ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ხენილი, ესპანეთი), სანდრო დარსანია (ბელენენსეში, პორტუგალია), ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია), მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი), გიორგი დიხამინჯია (ლოვოშიცე, ჩეხეთი), ზურიკო სიმონია (ქუთაისი).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში შვედეთთან, ნიდერლანდებთან და ბოსნიასთან ერთად მოხვდა. ქართველ ხელბურთელებს სასტარტო მატჩი 11 იანვარს ნიდერლანდელებთან ელით, 13-ში შვედეთთან თამაშია, 15-ში კი – ბოსნიასთან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას  გამართავს #1TVSPORT - 1TV