მეკვლე ხორვატიაში…

Home კატეგორიის გარეშე მეკვლე ხორვატიაში…
მეკვლე ხორვატიაში…

2024 წელს მეკვლე გუნდურ სახეობებში წყალბურთელთა ნაკრები გამოდგა. კარგია, რომ სპორტში არ არიან სხვის ფეხზე თუ წყალზე დამოკიდებულნი და იმედია, თავიანთ საქმეს წლეულს იმაზე უკეთ გააკეთებენ, ვიდრე დეიან სტანოიევიჩის გუნდმა დაიწყო.

ხორვატიაში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველო იტალიასთან 5:22 განადგურდა.

გასაგებია, ძლიერი მეტოქეა, მაგარი გუნდი, მაგრამ მაინც მტკივნეული მარცხია. ჯგუფში წინ კიდევ ორი მატჩია – უნგრეთთან და საბერძნეთთან. ორივეს წააგებენ, ეს თავადაც იციან, მაგრამ იმაზე უკეთ მაინც უნდა ითამაშონ, რაც იტალიასთან… არ გვსურს ისეთი გუნდი გვყავდეს, მხოლოდ ერთი თამაში მოიგოს და ამით ისტორიული შედეგი დააფიქსიროს…

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...