ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა

Home კატეგორიის გარეშე ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა
ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა

მომდევნო კვირაში ნიგერიის ნაკრებს აფრიკის თასი ეწყება, ვიქტორ ოსიმენი კი ეროვნული გუნდის ბანაკში ჯერ არ გამოჩენილა. „სუპერარწივებმა” აბუ დაბის საწვრთნელ ბაზაზე წუხელ ბოლო შეკრება დაიწყეს.

ეს ინფორმაცია საკუთრივ ნიგერიელთა გუნდიდან გავრცელდა, რომლის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში წერია ყველა გამოცხადებული ფეხბურთელის გვარი, „ნაპოლის” თავდამსხმელის ხსენება კი არ არის. არადა, ოსიმენი ნეაპოლიდან ლაგოსს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს გაემგზავრა. მან 29 დეკემბერს თავისი ოცდამეხუთე დაბადების დღე იზეიმა, შემდეგ კი ნაკრების ბაზაზე უნდა მისულიყო.

ოსიმენი მართლაც ნახეს ლაგოსში, სხვადასხვა გასართობ კლუბსა და ეკლესიაში, საწვრთნელ ბაზაზე კი არ გამოჩენილა.

ნიგერიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე 14 იანვარს ეკვატორიულ გვინეას ხვდება, 18 იანვარს კოტ დ’ივუარს, ხოლო 22 იანვარს გვინეა ბისაუს. ჩემპიონატი კოტ დ’ივუარში ჩატარდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.