ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ბაიერნი“ და „შტუტგარტი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს.
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მატჩში დუბლი შეასრულა და გერმანიის ჩემპიონატში მე-19 და მე-20 გოლი გაიტანა. ამისათვის მას მხოლოდ 14 მატჩი დასჭირდა. მას ასევე აქვს ხუთი საგოლე გადაცემა. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია 20 გოლი უფრო სწრაფად. უვე ზეელერს ამისათვის 21 მატჩი დასჭირდა, ერლინგ ჰოლანდს – 22.
შეგახსენებთ, რომ კეინი „ტოტენჰემიდან“ „ბაიერნში“ გასულ ზაფხულს გადავიდა 110 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა მიუნხენური გრანდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 22 ბურთი შეაგდო და 8 საგოლე პასი გააკეთა.