ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით „ნაპოლიმ” თავის საბანკო ანგარიშს დიდძალი ფული შეჰმატა. „აძურიმ” იტალიურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი იშოვა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა:
„ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, „ნაპოლიმ” უეფასგან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. აურელიო დე ლაურენტისს ხაზინას 66 მილიონი ევრო და კიდევ რაღაც ხურდა შეემატება.
„ნაპოლის” მოჰყვება „ინტერი”, რომელიც 61,5 მილიონ ევროს მიიღებს. მესამეა „ლაციო” — 57,2. ბოლოს კი მოდის „მილანი”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ვერ გააღწია და ევროლიგის გათამაშებაზე გადაერთვება. მან 45 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.
ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაში იწყება ნოკაუტის ფორმატი — წაგებული ვარდება. ის, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, კიდევ 46,6 მილიონ ევროს მიიღებს”.
ზემოთ ნახსენებ თანხებს დაემატება ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
