დიეგო სიმეონე: „ჩვენი თამაშით ვამაყობ, ხოლო ქომაგები საუცხოო იყვნენ“ | ათიანიმადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდული კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მიანიშნა.

„მინდა ვიყო გულწრფელი: რთულია ერთ კლუბში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობა და მაინც სიამოვნების მიღება მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია თამაშის გაუმჯობესება. თუმცა, ადვილი არ არის „ატლეტიკოს“ დახმარება ევროპაში ყოველწლიურად წინსვლაში“, – თქვა დიეგო სიმეონემ.

სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ 2011 წლის ბოლოდან ხელმძღვანელობს. არგენტინელი სპეციალისტი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა რვა ჯილდო მოიგო.

„ატლეტიკო“ ამჟამად მესამე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში. გუნდს 15 თამაშის შემდეგ 34 ქულა აქვს.