შოტლანდია კაპიტნის გარეშე, ესპანეთი უძლიერსი გუნდით

Home კატეგორიის გარეშე შოტლანდია კაპიტნის გარეშე, ესპანეთი უძლიერსი გუნდით
შოტლანდია კაპიტნის გარეშე, ესპანეთი უძლიერსი გუნდით

ნოემბრის მატჩებიც და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდება. საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 16 ნოემბერს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ვალიადოლიდში ესპანეთთან ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მწვრნელებმა ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობები დაასახელეს. შოტლანდიის ნაკრები საქართველოს შემდეგ ნორვეგიას შეხვდება, ესპანეთი კი საქართველომდე სტუმრად კვიპროსს ეთამაშება.

სკოტებს ამ შეხვედრებში გუნდის კაპიტანი, ენდრიუ რობერტსონი ვერ დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნაკრებს ფინალური ეტაპის საგზური მოპოვებული აქვს, ესპანელთა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა, მწვრთნელმა სამი დებიუტანტიც გამოიძახა – „სოსიედადის“ მეკარე ალექს რემირო, „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი როდრიგო რიკელმე და „ჟირონას“ ნახევარმცველი ალეში გარსია.

შოტლანდია

მეკარეები ზანდერ კლარკი („ჰართსი“), ლაიამ კელი („მოზერველი“), როს მაკკრორი („რეინჯერსი“).

მცველები ლაიამ კუპერი („ლიდსი“, ინგლისი), ჯოშ დოიგი („ვერონა“, იტალია), ჯეკ ჰენდრი („ალ-ეტიფაქი“, საუდის არაბეთი), სკოტ მაკკენა („ნოტინგემი“, ინგლისი), ნათან პატერსონი („ევერტონი“, ინგლისი), ენტონი რელსტონი, გრეგ ტეილორი (ორივე – „სელტიკი“), რაიან პორტეუსი („უოტფორდი“, ინგლისი).

ნახევარმცველები სტიუარტ არმსტრონგი („საუთჰემპტონი“, ინგლისი), ლუის ფერგიუსონი („ბოლონია“, იტალია), ბილი გილმორი („ბრაიტონი“, ინგლისი), რაიან ჯეკი („რეინჯერსი“), ჯონ მაკგინი („ასტონ ვილა“, ინგლისი), კალუმ მაკგრეგორი („სელტიკი“), კენი მაკლინი („ნორვიჩი“, ინგლისი), სკოტ მაკტომინი („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი).

თავდამსხმელები – ჩე ადამსი („საუთჰემპტონი“, ინგლისი), ჯეიკობ ბრაუნი („ლუთონი“, ინგლისი), რაიან კრისტი („ბორნმუთი“, ინგლისი), ლინდონ დიკსი („ქუინზ პარკი“, ინგლისი).

ესპანეთი

მეკარეები უნაი სიმონი (ბილბაოს „ატლეტიკი“), დევიდ რაია („არსენალი“), ალექს რემირო („სოსიედადი“).

მცველები ლე ნორმანი („სოსიედადი“), დანი კარვახალი („რეალი“), ხესუს ნავასი („სევილია“), ინიგო მარტინესი („ბარსელონა“), პაუ ტორესი („ვილიარეალი“), დავიდ გარსია („ოსასუნა“), ხოსე გაია („ვალენსია“), ალექს გრიმალდო („ლევერკუზენი“).

ნახევარმცველები როდრი („მანჩესტერ სიტი“), მარტინ სუბიმენდი („სოსიედადი“), გავი („ბარსელონა“), მიკელ მერინო („სოსიედადი“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), იოჰან სანსეტი (ბილბაოს „ატლეტიკი“), როდრიგო რიკელმე („ატლეტიკო“, მადრიდი), ალეშ გარსია („ჟირონა“).

თავდამსხმელები ფერან ტორესი, ლამინ იამალი (ორივე – „ბარსელონა), ალვარო მორატა („ატლეტიკო“, მადრიდი), ხოსელუ („რეალი“), ნიკო უილიამსი (ბილბაოს „ატლეტიკი“), მიკელ ოიარსაბალი („სოსიედადი“).

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.