რევანშები და ძოძუაშვილის პირველი

Home დავთარი რევანშები და ძოძუაშვილის პირველი
რევანშები და ძოძუაშვილის პირველი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტურში ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა „თავიანთი“ 3-3 ქულა  მოიპოვეს. ორივემ სტუმრად: „ბათუმმა“ „სამტრედიას“ აჯობა (3:1), „დინამომ“ კი „სამგურალს“ (2:0). მათ შორის  სხვაობა ისევ 9 ქულაა.

„დინამომ“ რამდენიმე დღის წინათ (25 ოქტომბერს) ქვეყნის თასის მეოთხედფინალში პენალტებით წააგო „სამგურალთან.“ ამჯერად კი რევანში გამოუვიდა.

ასევე იყო „დილა“ „საბურთალოს“ შემთხვევაშიც. საბურთალოელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს გორელებს თასზე, ამჯერად კი „დილამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (3:0) და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ოპონენტს.

„თელავმა“ შინ წააგო „შუქურასთან“ (0:1) და საჭირო ქულები დაკარგა, თუმცა მისი საფლეიაუტო უშუალო კონკურენტი „სამტრედიაც“ უქულოდ დარჩა. მათ შორის სხვაობა ისევ 5 ქულაა.

„შუქურამ“ კი პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალი მთავარი მწვრთნელის, რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობთ. საინტერესოა, რომ მანამდე ქობულეთელებს ხუთი თვის განმავლობაში არ მოეგოთ.

„ტორპედომ“ „გაგრას“ სძლია (1:2) და ისევ მესამე ადგილზე დადგა. ამ მატჩში ანგარიში საბა მამაცაშვილმა გახსნა. ეს 21 წლის გაგრელის ზედიზედ მესამე გოლია ეროვნულ ჩემპიონატში.

სამტრედია 1:3 ბათუმი

0:1 ბიძინაშვილი (3), 0:2 მამუჩაშვილი (41), 1:2 ნაჭყებია (53), 1:3 ფაცაცია (76)

თელავი 0:1 შუქურა

0:1 მუჯირი (90+1)

დილა 3:0 საბურთალო

1:0 გომისი (28), 2:0 ვიქტორი (67), 3:0 გაგნიძე (90+3)

გაძევება: ჩადუნელი (83) – საბურთალო

 სამგურალი 0:2 დინამო

0:1 მარუშიჩი (36), 0:2 კამარა (84)

გაგრა 1:2 ტორპედო

1:0 მამაცაშვილი (27), 1:1 ნინკოვიჩი (48), 1:2 ეკონგოლო (65)

[table id=42 /]

შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 15, ულად-ომარ იმრანი (დინამო/ აპოელი ბეერ შევა ისრაელი) – 13, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 12, გიორგი არაბიძე (ტორპედო), შეიკნე სილა (საბურთალო), ზორან მარუშიჩი, უსმანე კამარა (ორივე – დინამო) – 11

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.