ბასილაშვილმა მოიგო

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილმა მოიგო
ბასილაშვილმა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებულიდიდი ხანია სათაურში გამოტანილი სიტყვები არ დაგვიწერია. დიახ, ქართველმა ჩოგბურთელმა 18 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო.

ამასობაში კი ბასილაშვილი რეიტინგში კატასტროფულად დაქვეითდა და ახლა არათუ ATP-ს, არამედ ჩელენჯერის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობს.

ერთ-ერთი ასეთი ტურნირი იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარეობს, სადაც ნიკამ მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბის ორ სეტში, 6:4, 6:1 სძლია.

პირველ სეტში ბასილაშვილმა გადამწყვეტი ბრეიკი მეათე გეიმში შეასრულა და სეტი სათავისოდ წაიღო; მეორეში კი, ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩს დღეს ბრიტანელ ბილი ჰარისთან ითამაშებს.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...