Pastore criticizes Garcia: "From Italian Champions to Peracottari, it's unfair!"ჟურნალისტმა, წარსულში „გაძეტა დელო სპორტის” წამყვანმა მიმომხილველმა როსარიო პასტორემ „ფიორენტინასთან” „ნაპოლის” 1:3 მარცხის შემდეგ მკაცრი კომენტარი გააკეთა.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ჯერ 10 ტურიც არ არის ჩემპიონატის დაწყებიდან გასული და „ნაპოლი” უკვე იმ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც დაკარგული პოზიციის დასაბრუნებლად ძალა არ შესწევს. და ამ დროს ვხედავთ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაზე მეტად ფულის კეთებაზე ზრუნავენ. აწყობენ ახალი მაისურის პრეზენტაციას, რომელიც სამ თვეში კიდევ ახლით შეიცვლება. ბოლოს და ბოლოს ეს ფეხბურთის კლუბია თუ სამკერვალო ფაბრიკა?

იტალიის ჩემპიონის ასეთ ცუდ დღეში ხილვა დაუშვებელია. გულშემატკივარი, რომელიც გუნდს მუდამ მხარში უდგას, მეტს იმსახურებს. „ფიორენტინასთან” შეხვედრაში გაუგებარი იყო როგორ ვეპყრობით ჯაკომო რასპადორის, ნიჭიერ კაცს, რომელსაც წესით უნდა ვაფასებდეთ. და ანგისა? ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ბოლომდე იხარჯება რასპადორით შეცვალეს, რაც უცნაური იყო. გუნდის ფიზიკური მომზადება კითხვის ნიშანს ბადებს, „ფიორენტინამ” კი ამ დროს ითამაშა მტკიცედ და თავდადებით, რასაც „ნაპოლიმ” ვერაფერი მოუხერხა”, — თქვა ვეტერანმა ჟურნალისტმა, რომელმაც შემდეგ ვიქტორ ოსიმენის მნიშვნელოვნებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის თავდასხმაში მიტოვებულს ჰგავდა:

„სიტყვები, რომელბიც „ნაპოლის” მწვრთნელმა მატჩის დამთავრების შემდეგ თქვა, გამაოგნებელი გახლდათ. ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრა, მან ყველაფერი გუნდს დააბრალა. ფსიქოლოგიურ პრობლემებზე დაიწყო ლაპარაკი. ეს დელიკატური ვითარებიდან გამოსასვლელად სწორი პოზიცია არ არის”.

ბოლოს პასტორემ კლუბს სატრანსფერო გადაწყვეტილებები დაუწუნა და ისიც თქვა, რომ გუნდში მეკარის ღირსეული ალტერნატივა არ არის.