როგორც ჩანს „ნაპოლის” უკვე აქვს „ბ” გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუდი გარსია საბოლოოდ ჩაფლავდება. როგორც RMC Sport (რადიო მონტე კარლო) წერს, „პარტენოპეელები” იკვლევენ, რამდენად შეძლებს „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი თავკაცი კრისტოფ გალტიე თანამემამულის საქმის გამოსწორებას.
გალტიემ პარიზული გუნდი ივნისში დატოვა. ამბობენ, რომ მისი სამსახურში აყვანა „მარსელსაც” უნდა, თუმცა საპორტო ქალაქის კლუბი ბოლოს თითქოს ჯენარო გატუზოზე გადაერთო. RMC Sport წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი საკითხს დაკვირვებით სწავლობს. ყველა დარწმუნებულია, რომ გარსიას მომდევნო ოთხი თამაშში გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. თუ ჩაიჭრება, „აძურისთან” დამშვიდობება მოუწევს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
