მამარდა ლა ლიგის სიმბოლურში

Home კატეგორიის გარეშე მამარდა ლა ლიგის სიმბოლურში
მამარდა ლა ლიგის სიმბოლურში

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის VI ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარე რჩეულ თერთმეტეულში ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored-მა შეიყვანა.

„ვალენსიამ“ ლა ლიგის მეექვსე ტურში სტუმრად „ალმერიასთან“ 2:2 ითამაშა, ქართველი მეკარე თავის გუნდში საუკეთესო იყო – გიორგის ამ თამაშში 8 „სეივი“ ჰქონდა, მან რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და ვალენსიელთა მიერ მოპოვებულ ქულაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.