გიორგი ბერიძემ „ანკარაგიუჯუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ქოჯაელისფორში“ გადავიდა. 26 წლის შემტევის ახალი კლუბი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მე-8 ადგილზეა.

გუნდის მთავარი მწვრთნელია თურქეთის ნაკრების ყოფილი (1993-97, 26 მატჩი, 11 გოლი) ფორვარდი, 53 წლის ერთუგრულ საგლამი.

ბერიძემ „ანკარაგიუჯუში“ 32 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ბერიძემ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი უნგრულ „უიპეშტსა“ (96 მატჩი, 33 გოლი, 20 საგოლე პასი) და სლოვაკურ „ტრენჩინში“ (46 მატჩი, 12 გოლი, 15 საგოლე პასი). ასევე უთამაშია ბელგიურ „ლოკერენსა“ და „გენტში“.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იყო ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

„ქოჯაელისფორმა“ გიორგი ბერიძის ტრანსფერს ორიგინალური ვიდეორგოლი მიუძღვნა.