ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრა გამართა. ბელგიელ ბუმელმანსთან დაპირისპირებაში დაძაბული მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა. პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა 5:5-ზე გააკეთა და საკუთარ მოწოდებაზე სეტი გამარვებით დაასრულა – 7:5.

მეორე და მესამე სეტებში ბელგიელს წინააღმდეგობა აღარც გაუწევია. ქართველმა 7:5, 6:1, 6:3 იმარჯვა და ტურნირის 32 საუკეთესო მეჩოგნეს შორის მოხვდა.

მისი მომდევნო მეტოქე 23 წლის ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება. ალბიონელი ქართველზე წინაა რეიტინგში (38), მაგრამ დაუძლეველი აღარც ეს ბარიერი გვეჩვენება.

ნებისმიერ შემთვევაში, ბასილაშვილი სარეტინგო და ფინანსურ მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს.

წილი
წინა სტატიავისა, ბიჭო?!
შემდეგი სტატიაგიგზი – რძლის საყვარელი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".