At the end of the day – Karl-Heinz Rummenigge steps down as CEO of FC  Bayern – Miasanrot.comმიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ინგლისელი თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჰარი კეინის ტრანსფერი ჩვენთვის აუცილებელი იყო მრავალი მიზეზის გამო.  მოლაპარაკების დროს ისიც ვთქვი, რომ სრულიად ღია ვარ: ათი მილიონით მეტი თუ ნაკლები აღარ უნდა ჩაერიოს ამ ტრანსფერში! იმიტომ, რომ ჰარი, გარდა მისი სპორტული თვისებებისა, გვიბრუნებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს: კერძოდ, იერარქიას!“, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild.

შეგახსენებთ, რომ კეინი „ბაიერნში“ ინგლისური „ტოტენჰემიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, პლუს 20 მილიონი ევროს ბონუსი. ეს ტრანსფერი წლეულს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გახდა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი.

Karl-Heinz Rummenigge: aktuelle News & Infos