ამ ზაფხულს „ვალენსიაში” რამდენიმე სხვა ამბავთან ერთად ყველაზე მეტად ბრაზილიელი თავდამსხმელის მარკოს ანდრეს სატრანსფერო ამბავი გაიწელა. ახლა 26 წლის ფორვარდის საგა დასასრულს უახლოვდება: აქამდე ის გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, მაგრამ ახლა „ვალიადოლიდში” ბრუნდება. მხარეები ტრანსფერზე როგორც იქნა შეთანხმდნენ. ფასი ორი მილიონი ევროა; პლუს „ვალიადოლიდი”, რომელსაც ურუგვაელი პაოლო პესოლანო წვრთნის, მოთამაშის უფლებების 50 პროცენტს მიიღებს.
მარკოს ანდრე „მესტალიას” ვერ მოერგო. მან გასულ სეზონში „ღამურების” შემადგენლობაში 543 წუთი ითამაშა, მაგრამ მას მერე, რაც „ვალენსიას” სათავეში რუბენ ბარახა ჩაუდგა, მისი საქმე ნულამდე დავიდა. შესაბამისად, ბრაზილიელის „ჩეებში” დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.