ფიფა-მ „უოტფორდისთვის“ დაწესებული სატრანსფერო აკრძალვა გააუქმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბს საერთაშორისო ტრანსფერებზე აკრძალვა 20 ივლისს დაუწესდა, რადგან 2022 წლის იანვარში „ბორდოდან“ „უოტფორდში“ გადასული სამუელ კალუს ტრანსფერის შემდეგ მოთამაშის აღმზრდელ ნიგერიის საფეხბურთო აკადემიას, „მეგამუს“, სადაც ფეხბურთელმა გარკვეული პერიოდი გაატარა, სოლიდარობს კომპენსაცია არ გადაუხადა.
„მეგამუს“აკადემიამ საკითხი ფიფა-ში გაასაჩივრა და ამის გამო „უოტფორდს“ საერთაშორისო ტრანსფერებზე სანქციები დაუწესეს.
„მეგამუს“ მიმართ დავალიანება შედარებით მცირე იყო და კლუბმა სწრაფად გადაიხადა, რის შედეგადაც დავა დასრულდა. ფიფა-ს ოფიციალურმა განცხადებამ დაადასტურა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და კლუბს ტრანსფერებზე აკრძალვა მოუხსნეს.
ეს შეთანხმება შესანიშნავი სიახლეა „უოტფორდისთვის“, რადგან გუნდს სატრანსფერო საქმიანობის განხორციელება შეუძლია. „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძის „გენტიდან“ იჯარით გადაყვანაზე შეთანხმებას მიაღწია. ახლა კი, რაც სატრანსფერო ბანი მოუხსენს, კლუბი შეძლებს ქართველის დამატებას,“ – წერს The Athletic.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
