საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ალ-ოხდუდმა“ საბა კვირკველია ოფიციალურად წარადგინა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
31 წლის კვირკველია ბოლოს ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელი გახლდათ, საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 49 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ალ ოხდუდმა“ საუდის არაბეთში დასრულებულ სეზონში, რანგით მეორე ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და მთავარ საფეხბურთო ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში კვირკველიას ისეთი დიდი ვარსკვლავების წინააღმდეგ მოუწევს თამაში, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდუ, ქარიმ ბენზემა…