
ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Canale 21-ის გადაცემაში „ნაპოლის” სატრანსფერო ამბებზე ილაპარაკა. ბოლო ცნობა, რომელიც იტალიის ჩემპიონთა ბანაკიდან გავრცელდა, სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის „იუვენტუსში” გადასვლა გახლავთ. ცნობილია აგრეთვე სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს „ბაიერნში” გადაბარგების ამბავიც. კიარელომ სხვა საკითხებზე შეაჩერა მაყურებლის ყურადღება.
„დანამდვილებით ვიცი, რომ არიან კლუბები, რომლებიც ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის ყიდვას ცდილობენ. ამიტომ, ჩემზე რომ იყოს, „ნაპოლისთვის” ორი მცველის შეძენას შევეცდებოდი — კიმისა და ჟესუსის ნაცვლად.
გარდა ამისა, მე ძალიან მომწონს „ემპოლის” 22 წლის მარცხენა მცველი ფაბიანო პარისი (21-წლამდელთა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა), რომელსაც ურუგვაელი მატიას ოლივერას კონკურენტობა შეუძლია. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდს პორტუგალიელი მარიო რუი დატოვებს.
და კიდევ, ეკონომისტმა მეგობარმა ამიხსნა, რომ ზრდის დეკრეტისა და ამორტიზაციის სისტემის წყალობით, „ნაპოლის” ვიქტორ ოსიმენისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია”, — თქვა კიარელომ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
