15 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ. გაირკვა მატჩის ჩატარების ადგილი და დაწყების დრო.
ფეხბურთის ფედეეაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსის ნაკრებს „მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევრო 2023-ის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
21 ივნისი, საქართველო – პორტუგალია | 20:00
24 ივნისი, საქართველო – ბელგია | 20:00
27 ივნისი, საქართველო – ნიდერლანდები | 20:00
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
