გადაწყვეტილი ამბავი – ბათუმის „დინამოს“ გია გეგუჩაძე ჩაიბარებს. შევიტყვეთ, რომ მისი ფუნქციები მხოლოდ მთავარი გუნდით არ შემოიფარგლება და პარალელურად, როგორც კლუბის საფეხბურთო აკადემიას, ისე ასაკობრივ გუნდებს და ზოგადად ბათუმურ ფეხბურთს გაუწევს კურირებას.
შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და კლუბებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ თბილისის „დინამომ“ პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური…
გეგუჩაძე კლუბთან ოფიციალურ კონტრაქტს ხვალ-ზეგ გააფორმებს, თუმც თავად მწვრთნელი ამბობს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან პრინციპული სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
