areanapoli-ს ინფორმაციით, „ნაპოლის” ხელმძღვანელობასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, 53 წლის ლუის ენრიკეს შორის ურთიერთობა არ შეწყვეტილა.
პორტალი ეყრდნობა სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის ალფრედო პედულას ინფორმაციას, რომელმაც თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
მეორე მხრივ, იმავე ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლუის ენრიკე ყოყმანობს და ამ ყოყმანის მიზეზი არც ხელფასია და არც ესპანელის სურვილი მაინცდამაინც პრემიერლიგაში გადავიდეს.
„ლუის ენრიკეს „ნაპოლიში” მუშაობის იდეა მოეწონა, მაგრამ ის დააბრკოლა კატეგორიულმა მოთხოვნებმა („ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა”) და არა პრემიერლიგაში მუშაობის სურვილმა.
მას პრემიერლიგა მოსწონს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატებს შორის მკვეთრ საზღვარს არ ავლებს. მას მხოლოდ რეალურად კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნის პროექტი სჭირდება”, — დაწერა პედულამ.
ესპანეთის ნაკრების გარდა ლუის ენრიკე წვრთნიდა „რომას”, „სელტასა” და „ბარსელონას”, რომელსაც 2014-15 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
areanapoli წერს, რომ სადღეისოდ „ნაპოლის” მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატი „ფიორენტინას” თავკაცი ვინჩენცო იტალიანოა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/08/2026 | 09:47მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო
სიახლეები19/08/2026 | 06:54მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
მთავარი ამბავი18/08/2026 | 09:23როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
სიახლეები18/08/2026 | 07:53რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?
