გუშინ, „ნაპოლის” ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, პრეზიდენტმა და კლუბის თანამშრომლებმა დიეგო მარადონას ყოფილი აგენტისა და მეგობრისგან სტეფანო ჩეჩისგან საჩუქარი მიიღეს — ლეგენდარული არგენტინელის ოქროში ჩამოსხმული ტერფი. ჩეჩი „აძურის” მთელს კოლექტივს გასულ ზაფხულს დაჰპირდა, რომ თუ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ, ამ საჩუქარს მიართმევდა.

The gesture between Spalletti and De Laurentiis at the end of the award surprises everyone„დიდი მადლობა სტეფანო ჩეჩის, რომელიც განუმეორებელ ადამიანს ეთაყვანებოდა, იგი ხშირად სტუმრობდა მას და მის მიერ მორთმეული ეს საჩუქარი განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. მე ბედნიერი ვარ, ასეთი ძღვენი მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა რომ მიიღეს”, — თქვა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.

საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე კასტელ ვოლტურნოში გაიმართა, სადაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მეპატრონე და მწვრთნელი ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ გულთბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. მოგეხსენებათ, ლუჩანო სპალეტი მოუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა, გუნდიდან მიდის. მათ ერთმანეთს ხელიც კი გადახვიეს. ამას Kiss Kiss Napoli-მ გასაკვირი ჟესტი უწოდა.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომლის შესახებაც დე ლაურენტისმა ამ შეხვედრის დროს ილაპარაკა. მან ჟურნალისტებს მიმართა:

„ჩვენ „ნაპოლის” არდადეგების პერიოდი უნდა დავგეგმოთ. ყოველ ათ დღეში ერთხელ თქვენ დამირეკეთ და მე გეტყვით რა ხდება სატრანსფერო ბაზარზე. ამით თავიდან ავირიდებთ იმ მდგომარეობას, როდესაც ზოგი ჟურნალისტი სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. თქვენ მე დამიკავშირდით 14-ში, 28-ში კი ამერიკიდან ჩაგერთვებით”.