ESPN-მა სერია A-ს სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. რა გასაკვირია, რომ რჩეულთა შორის უმეტესობა (5 ფეხბურთელი) ჩემპიონი გუნდიდან გახლავთ. „ნაპოლიდან“ ხვიჩას გარდა სიმბოლურში ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯე, სტანისლავ ლობოტკა და ვიკტორ ოსიმენი მოხვდნენ, საუკეთესო მწვრთნელად კი ნეაპოლელთა დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი დასახელდა.
სერია A-ს სიმბოლრი ნაკრები ESPN-ის მიხედვით:
მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“)
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯაე (ორივე – „ნაპოლი“), ლუკას მარტინესი („ფიორენტინა“), კარლოს აუგუსტო („მონცა“).
ნახევარმცველები: რაფაელ ლეაო („მილანი“), ნიკოლო ბარელა („ინტერი“), სტანისლავ ლობოტკა, ხვიჩა კვარაცხელია (ორივე – „ნაპოლი“).
ფორვარდები: ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“).
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“)