ისტერია „ვინისიუსის საქმის” გარშემო გრძელდება. „ვალენსია” ჯერ კიდევ ელის სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც საბოლოოდ უნდა თქვას, „მესტალიაზე” მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა კვირას, „ესპანიოლთან” შეხვედრაში დაკეტილი იქნება, თუ შეუშვებენ გულშემატკივარს. მოგეხსენებათ, „რეალთან” შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო სტადიონის ამ ნაწილს, კარსუკანა ჩრდილოეთ ტრიბუნას, ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
მაგრამ, ტრიბუნის დასჯა ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. სოციალურ ქსელებში „ვალენსიას” მისამართით არ წყდება აგრესიის ნიაღვარი. კლუბს ტვიტერისა და რამდენიმე სხვა ინტერნეტ-პლატფორმის შეჩერებაც კი მოუხდა. გუშინ დილით „ვალენსიამ” დაწერმა: „კვირას ჩვენ „მესტალიაზე” ვბრუნდებით. ერთად, გამარჯვებისკენ!”. ამ ტექსტს ბულინგის ნიაღვარი მოჰყვა.
აგრესორებმა განსაკუთრებით რამდენიმე ფეხბურთელი ამოიჩემეს, მათ შორის სამწუხაროდ, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ინტერნეტში თავისი გვერდები გააუქმა.
საგანგებო თავდასხმის ობიექტია ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტაც.
მამარდაშვილი კონფლიქტში მხოლოდ იმიტომ ჩაერია, რომ თანაგუნდელს გამოექომაგა და არა იმიტომ, რომ კანის ფერის გამო ვინისიუსის დაჩაგვრა მოუნდა. სამწუხაროდ, ეს მოხდა საყოველთაო ისტერიის ფონზე, როდესაც რასიზმთან გულწრფელად თუ ყალბად მებრძოლებისთვის იმის ახსნა, რომ მეგობრის გამოქომაგება ვაჟკაცური საქციელია, უკვე შეუძლებელი იყო.
ჩვენ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველ მეკარეს! ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს უსამართლო ინციდენტი მას მხოლოდ გააძლიერებს!
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
