კვარა: ნეაპოლელებო, თქვენ პირველები ხართ!

Home კატეგორიის გარეშე კვარა: ნეაპოლელებო, თქვენ პირველები ხართ!
კვარა: ნეაპოლელებო, თქვენ პირველები ხართ!

ნეაპოლელმა პოპ-ვარსკვლავმა ჯიჯი დ’ალესიომ მისი საყვარელი გუნდის „ნაპოლის” მესამე სკუდეტო პიაცა დელ პლებიშიტოზე კონცერტით აღნიშნა, რომლის დროსაც კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გარდა სცენაზე გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მიიპატიჟა. კვარაცხელია მაყურებლებს მიესალმა, შემდეგ კი დაიძახა: ნეაპოლელებო, თქვენ პირველები ხართ! გარემარბის ამ მიმართვამ ქალაქელები, რომლებიც ვერა და ვერ ამთავრებენ ზეიმს, აღტაცებაში მოიყვანა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.