ნასადილევი სპალეტის ნათქვამი ვერავინ გაიგო

Home კატეგორიის გარეშე ნასადილევი სპალეტის ნათქვამი ვერავინ გაიგო
ნასადილევი სპალეტის ნათქვამი ვერავინ გაიგო

Spalletti disguised at dinner with De Laurentiis on the renewal: details and statementsიტალიური მედიის ინფორმაციით „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა და მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთად ისადილეს. ეს მოხდა გუშინ საღამოს, როდესაც დე ლაურენტისი რომიდან დაბრუნდა და სპალეტის სასტუმრო „ბრიტანიკში” დაელოდა. ეს იყო საგანგებო ბიზნეს-შეხვედრა, სადაც „აძურის” შეფებმა მომავალზე ილაპარაკეს. საუბარი ორ თემას ეხებოდა — გუნდის მომავალს და თავად სპალეტის ხელშეკრულებას. სპალეტის ოსიმენის ტიპის ნიღაბი ეკეთა.

იტალიური მედიისთვის ცნობილია, რომ დე ლაურენტისი სპალეტის თანამშრომლობის ორი წლით გაგრძელებას სთავაზობს და ჰპირდება, რომ გუნდს ხელს არ ახლებს, არ დაუშლის. პირიქით, ბიზნესმენი მწვრთნელს შემადგენლობის გაძლიერებაზე ელაპარაკება. წყვილი ლაპარაკობდა ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს ტიტულებისთვის ბრძოლის გაგრძელებაზე, თუმცა გულშემატკივარს მაინც აწუხებს რამდენიმე კითხვა: მართალია, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდიდან მიდის? კიმის „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის საქმე უკვე გადაწყვეტილია თუ არა? და სხვა.

სადილის შემდეგ მწვრთნელმა და პრეზიდენტმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააკეთეს კომენტარები.

„არაფერზე იღელვოთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება? ამ ტიტულს სიამოვნებით ყოველ წელიწადს მოვიგებდი, მაგრამ მოედანზე მე არ გავდივარ”, — თქვა დი ლაურენტისმა.

„მომავალი მშვენიერი იქნება! „ნაპოლიმ” სწორი ნაბიჯი გადადგა და მეორე ნაბიჯიც სწორია”, — ასეთი გახლდათ სპალეტის სიტყვები, რომელთა შინაარსი ვერც იტალიაში გაიგო ვინმემ და ჩვენ მითუმეტეს ვერ გეტყვით.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.