გამოუშვით ინტერი

Home აქეთურ-იქითური გამოუშვით ინტერი
გამოუშვით ინტერი

ოფიციალურად: "მილანმა" ფიკაიო ტომორის კონტრაქტი გაუხანგრძლივა„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 18 აპრილს, ტურნირის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ ფრედ ითამაშეს (1:1). ტომორის გუნდმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა.

„ისეთი დაღლილი ვარ, ხვალინდელ „ინტერ“ – „ბენფიკას“ მეოთხედფინალს დივანზე მაღლა ფეხებდაწყობილი ვუყურებ. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ახლა შეგვიძლია დავისვენოთ.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა „ინტერთან“ ნახევარფინალში თამაში, მაგრამ „ბენფიკაც“  ძლიერია,“ – ციტირებს ტომორის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩში 43-ე წუთზე „მილანის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ რაფაელ ლეუს გადაცემით გახსნა ანგარიში. 90-ე წუთზე კი „ნაპოლის“ საპასუხო გოლი ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.