არის თუ არა ეს, ქალი სტადიონზე ?

Home აქეთურ-იქითური არის თუ არა ეს, ქალი სტადიონზე ?
არის თუ არა ეს, ქალი სტადიონზე ?

12 იანვარი საუდის არაბეთში ისტორიული იქნება. ქალებს შეუძლიათ მივიდნენ სტადიონზე, დასხდნენ მათთვის გამოყოფილ სექტორებში და ჩემპიონატის მატჩებს უყურონ. პირველი „ქალებიანი“ შეხვედრა ერ-რიადში გამართება, „ალ აჰლი“ „ალ ბატინს“ უმასპინძლებს, მეორე მატჩი ჯიდაში შედგება, სადაც 13 იანვარს „ალ ჰილალი“- „ალ იტიჰადს“ უმასპინძლებს, ხოლო მესამე დამამში „ალ იტიჰადი“ – „ალ ფაზალს“ შორის 18 იანვარს გაიმართბა.
2014 წელს საუდეთში პოლიციამ დააკავა გოგო, რომელმაც ინტერნეტით იყიდა ბილეთი ჩემპიონატის მატჩზე და სტადიონზე შესვლას ცდილობდა. ფეხბურთის ფანი პოლიციას უმტკიცებდა, რომ არ იცოდა, ქალის შესვლა სტადიონზე აკრძალული თუ იყო.