გიორგი მამარდაშვილის „ვალინსიას” შემდეგი თამაში 5 მარტს „კამპ ნოუზე” „ბარსელონასთან” უწევს. 23 ტურის მერე „ბარსა” 59 ქულით ლიდერობს ლა ლიგის ცხრილს, „ღამურები” კი 23 ქულით მე-18 ადგილზე არიან. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ბლაუგრანას” 7 ქულით ჩამორჩება „რეალი” და ჩავის წინაშე მკაფიო ამოცანაა — ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნოს, „ვალენსიას” კი სურს გასავარდნთა ზონას დააღწიოს თავი — მას ერთი ქულით უსწრებს „ვალიადოლიდი”, ხოლო ორით უსწრებენ „კადისი”, „ალმერია” და „სევილია”.
„ბარსელონას” დაშავებული ჰყავს ოსმან დემბელე და პედრი. ისინი, რომ „ჩეებთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ, იმთავითვე გახლდათ ცნობილი. „ალმერიასთან” თამაშის დროს კი ცნობილი გახდა, რომ ჩავის განკარგულებაში ვერც გავი და რაფინია იქნებიან — მათ მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღეს და შესაბამისად დისკვალიფიცირებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში „ვალენსიამ” შინ 1:0 მოუგო მესამე ადგილზე მყოფ „რეალ სოსიედადს”, „ბარსელონამ” კი სტუმრად ალმერიაში 0:1 წააგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
