ამბობენ ნეაპოლში ცრუმორწმუნე ხალხი ცხოვრობსო. ვიდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ საპირისპიროს მეტყველებს. როგორც ჩანს, ბიზნესი მაინც თავისას შვრება. „ნაპოლი” სერია A-ს ცხრილში ლიდერობს, ჩემპიონატის დამთავრებამდე 15 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს” 15 ქულით უსწრებს და სკუდეტოს მოგების რეალური შანსი აქვს. თუ ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონობას ხელიდან არ გაუშვებს, მაშინ კლუბს იმდენი სადღესასწაულო მაისურა ექნება გასაყიდი, რომ მათ კერვას ახლავე უნდა შეუდგნენ, თორემ მერე ვეღარ მოასწრებენ და დიდძალ ფულს დაკარგავენ. ამიტომ, სჯობს თან მაისურები კერონ და თან ხეზე აკაკუნონ ან როგორც სამხრეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში სჩვევიათ, ერთ ადგილას ხელი მოიკიდონ, რომ არ დაითარსონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
