„ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ადაპტაციით კმაყოფილია.
კლუბში რონალდუსთან პრეტენზია არავის აქვს. პირიქით, კრიშტიანუ კარგად ეგუება ახალ გუნდს და ცდილობს პარტნიორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ასევე ალნასრელები აღნიშნავენ ფეხბურთელის პროფესიონალიზმს და მის დადებით გავლენას გასახდელში.
ერრიადულ კლუბში 37 წლის პორტუგალიელმა ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით სასარგებლო მოქმედებებით არ გამორჩეულა.
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ რონალდუ ხელფასის 90%-ს საუდის არაბეთის ბიუჯეტიდან იღებს. კლუბიდან კი მხოლოდ 10%-ს. ეს სახელმწიფო პროგრამის ნაწილია. კრიშტიანუ „ალ-ნასრში“ წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
