ჯანმრთელობის მუშაკთა ასოციაციის „ხელები შორს ჰიპოკრატესგან” ცნობით, იმ საათებში, როდესაც „ნაპოლი” თამაშობს, ნეაპოლში სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად იკლებს.
ნეაპოლი იმ იტალიურ ქალაქებს განეკუთვნება, სადაც გადაუდებელი დახმარების ოთახები, განსაკუთრებით დიდ საავადმყოფოებში, გადატვირთულია. ხანდახან ვითარება იმდენად დრამატულია, რომ ავადმყოფებს დერეფნებში აწვენენ. და ეს ხდება ევროკავშირის წევრ, განვითარებულ ქვეყანაში.
პარასკევ საღამოს კი, როდესაც „მარადონაზე” „აძური” „იუვენტუსს” მასპინძლობდა, პალატები სანახევროდ ცარიელი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები სადგურებში ისხდნენ, ტელეფონები კი დუმდა. ეს სიტყვები ზემოთ ხსენებული ასოციაციის ფეისბუქ-გვერდიდან არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარასკეობით, უქმეების წინ, ქალაქის ქუჩები ჩვეულებრივ გადატვირთულია, ამ ჯერზე კი მანქანების რაოდენობაც ძალიან იყო შემცირებული.
აქედან გამომდინარე, „ხელები შორს ჰოპკრატესგან” ასკვნის, რომ ჩვეულებრივ დღეებში 118-ზე შესული ზარების 80 პროცენტი ან უმიზეზოა ან სასწრაფო არ არის — როგორც გაირკვა მათი 90 წუთით გადადებაა ნამდვილად შესაძლებელი ყოფილა.
„პარასკევს საავადმყოფოებში იწვნენ მხოლოდ ისინი, ვინც მართლა ავად იყო”, — ეწერა ასოციაციის განცხადებაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
