დონეცკის „შახტარმა“ ახალწვეული გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა. 21 წლის ქართველი მცველი უკრაინულ კლუბს იანვარში ახლახან შეუერთდა და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გოჩლეიშვილი „შახტარში“ 13-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს.
დონეცკელთა სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ გოჩოლეიშვილი ტრანსფერზე კომნეტარი გააკეთა: „ბოლო ექვსი თვე მარჯვენა მცველის პოზიციაზე დოდოსა და ტობიასის შემცვლელს ვეძებდით და გიორგი გოჩოლეიშვილის სახით ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ვიპოვეთ, რომელიც საქართველოში თამაშობდა. მან ვარჯიშებზე უკვე გამოიჩინა თავი და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მოუმატებს. თვალშისაცემია მისი სისწრაფე, გამძლეობა და კარგი ბოლო პასი.
გოჩოლეიშვილზე არჩევანის შეჩერებით, ვფიქრობ, არ შევმცდარვართ. ის მონდომებულია და შანსს აუცილებლად მიიღებს. „შახტარში“ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადაპტაცია არ უჭირთ. იმედია, გიორგიც სწრაფად შეეგუება აქაურობას და კლუბს გამოადგება“.