იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჭორებს ნათელი მოჰფინა. საქმე ის არის, რომ ქართველმა გარემარბმა გუშინ არ ივარჯიშა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დაირხა ხმა, თითქოს ხვიჩა „ინტერთან” თამაშის დროს დაშავდა და „სამპდორიასთან” გუნდს ვერ დაეხმარება.
ალვინომ ტვიტერზე დაწერა: „ჯობს დავწყნარდეთ. კვარაცხელიამ ვარჯიში იმიტომ კი არ გამოტოვა, რომ „სან სიროზე” ფეხებში ურტყეს (და ამ დარტყმების დიდი ნაწილი მსაჯმა ვერ შეამჩნია), არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფეხბურთელები, რომლებმაც „ინტერთან” ითამაშეს დღეს თავისუფლები იყვნენ. არც ალექს მერეტს უვარჯიშია და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მასაც კოჭებში ურტყეს?”

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
