მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს. მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრების მეკარემ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვებულების დროს, თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და 2022-2023 წლების სეზონში ვეღარ ითამაშებს.

RMC Sport-ის ცნობით, გერმანული კლუბი მის შემცვლელად კეილორ ნავასს (პსჟ), იან ზომერს („გლადბახი“) და დომინიკ ლივაკოვიჩს (ზაგრების „დინამო“) განიხილავს.

ასევე, შესაძლოა, „მონაკოში“ განათხოვრებული ალეკსანდერ ნიუბელი დააბრუნონ.

ყველაზე რეალური კანდიდატი ნავასია.

Navas fit to face Spain in World Cup opener