საუდელების მიზანი

Home აქეთურ-იქითური საუდელების მიზანი
საუდელების მიზანი

Cristiano Ronaldo: Visit to Saudi Arabia was excellent | Al Arabiya Englishსაუდის არაბული „ალ-ნასერის“ ხელმძღვანელები კრიშტიანუ რონალდუს 2022 წლის ბოლომდე გამოჩენას ელიან.

ესპანური პრესის ცნობით, საუდელები რონალდუს 2025 წლამდე გაუფორმებენ კონტრაქტს და წელიწადში 200 მილიონ ევროს გადაუხდიან.

კრიშტიანუს საუდეთში ჩასვლას საეტაპო მნიშვნელობის მოვლენას უწოდებენ. მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელის წყალობით ეს ქვეყანა საერთაშორისო საფეხბურთო რუკაზე გაჩნდება. ყატარელების არ იყოს, ახლა მათაც მოუსურვებიათ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა – 2030 წელს. რონალდუს ტრანსფერი კი მათ შანსებს გაცილებით გაზრდის.

საკმაოდ ამბიციური პროექტი აქვთ, რომელიც უახლოეს წლებში ქვეყნის სპორტის სამყაროში ინტეგრაციას გულისხმობს.

უკვე მოსინჯეს ღონისძიებების ჩატარება ესპანეთის სუპერთასზე, ფორმულა 1-ში, გოლფსა და დოღში. გვირგვინი კი 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობა უნდა გახდეს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.