„როგორ უნდა ჩააყენოს „ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ჩემპიონატის განახლებამდე ანუ 15 დღეში საუკეთესო ფორმაში? — იკითხა „ლა გაძეტა დელო სპორტმა” გუშინ და დასძინა, — ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეს ფორმა მას დიდი ხნით შეანარჩუნებინონ. ბიჭმა ხომ ახალი სეზონი ფაქტობრივად დასვენების გარეშე დაიწყო.
ივლისის დასაწყისში ის უკვე ნაპოლის საწვრთნელ ბაზაზე იყო, მანამდე კი ივნისის ჩათვლით არ დაუსვენია. სიმართლე უნდა ვთქვათ, ბათუმის „დინამოს” ზაფხულის შეხვედრებში ის არ დაუტვირთავს, რითაც მოუფრთხილდა, მაგრამ იმ დროს უკვე გაყიდული ხვიჩა ვარჯიშს განაგრძობდა და ივნისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სამი გოლი გაიტანა. ასე რომ ნოემბერში ქართველს ნანატრი შვებულება გამოუვიდა.
ის, რომ დეკემბერის დასაწყისში თურქეთში დაწყებული მოსამზადებელი პროგრამა ჰგავდა შეკვეთით შეკერილ სამუშაო კოსტუმს, რომელიც ნებისმიერ დატვირთვას ზომავს, ნორმალურია. ახლა ჩვენი გუნდის ფიზიკური ფორმა დამაკმაყოფილებელია, რის დასტურიც გახლდათ „ვილიარეალთან” ამხანაგურ შეხვედრის ბოლოსკენ მზარდი ზეწოლა, ხოლო რაც შეეხება ბრწყინვალებას, მისი აღდგენა ამ დღეებშია საჭირო. გრაფიკი ამ თვალსაზრისითაც დაცულია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
