„ლა რეპუბლიკას” ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ გამოაქვეყნა წერილი, სადაც „ნაპოლის” მფლობელის აურელიო დე ლაურენტისის საქმეებიც მიმოიხილა. გთავაზობთ ამონარიდს:
„აურელიო დე ლაურენტისის დუმილი რაღაც მნიშვნელოვანის მომასწავებელია. ამ ეტაპზე ის აშკარად ფიქრობს. როგორც ჩანს, მას „ნაპოლის” გაყიდვა არ უნდა. თუ აუცილებელი გახდა „ბარის” გაყიდის. სრულიად შესაძლებელია, დე ლაურენტისმა ხელშეკრულებები გააფორმოს ფინანსურ ჯგუფებთან, რომელთაც კალიფორნიაში შეხვდა. შესაძლოა მათთან ერთობლივმა პროექტმა, რომლის ფარგლებშიც დე ლაურენტისი აქციების საკონტროლო პაკეტს შეინარჩუნებს, კლუბი კიდევ მეტად გააძლიეროს.
ინდუსტრიული ანალიტიკოსების ინფორმაციით აშშ-ს ფონდები იტალიური ფეხბურთისადმი სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ და მათ შორის მთელი რიგი მომენტების გამო გამორჩეულად დგას „ნაპოლი”. კლუბს არ აქვს ვალი და არ არის დამძიმებული სახიფათო ურთიერთობებით”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
