ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია | საინფორმაციო სააგენტო  "ინტერპრესნიუსი"ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ჩვენებურმა საწყის ეტაპებზე მოლდოველი ადილ ოსმანოვი და თურქი ბილალ ჩილოღლუ კი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ იტალიელ მანუელ ლომბარდოს აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის კი, ესპანელ სალვადორ კასეს როკას და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია ვაჟთა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, 66-ში კი, ძალები ვაჟა მარგველაშვილმა და გიორგი თუთაშვილმა სცადეს და ორივე მათგანი უმედლოდ დარჩა.
დღეს ტატამზე რამდენიმე ქართველს ველით: ლუკა მაისურაძე (90), ილია სულამანიძე (100), საბა ინანეიშვილი, გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78).