აბუ დაბის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა – ოქროსა და ვერცხლის.
ვაჟთა შორის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში ფრანგ ლორის ტისიეს დაეჭიდა და რამდენიე წამში ტატამზე ბეჭებით გააკრა.
ფინალამდე ღვინიაშვილმა ვუგარ თალიბოვი, ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვაჰიდ ბორჩაშვილი, ბერძენი თეოდოროს ცელიდისი და სერბი ნემანია მაიდოვი მიყოლებით დაამარცხა.
აბუ დაბის ძიუდოისტთა გრანდ სლემზე მოულოდნელად სასიამოვნო შედეგი დააფიქსირა სოფიო სომხიშვილმა. ქართველი გოგონა მძიმე წონის ფინალში, სადაც ჩინენ ქსის სუსთან ვერაფერი გააწყო. ჩინელ ძიუდოისტამდე სომხიშვილმა ტურნირზე ტრინიდადელი გაბრიელა ვუდი, ევროპის პრიზიორი, ფრანგ ლეა ფონტაინი, პორტუგალიელი რეიჩელ ნუნიესი მიყოლებით დაამარცხა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
