ამბობენ, ამ ბოლო დროს, იტალიაში, ვისაც ხალხისთვის თავის შეხსენება უნდა, ყველა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრს გამოთქვამსო, მაგრამ ასეც რომ იყოს, კორადო ფერლაინო ყველა არ არის — განათლებით არქიტექტორი, 32 წლის განმავლობაში „ნაპოლის” მფლობელი გახლდათ. მათ შორის არის „აძურის” ისტორიის ის ბედნიერი პერიოდი, როდესაც გუნდმა დიეგო მარადონა შეიძინა და ორჯერ იტალიის ჩემპიონის ტიტული ანუ სკუდეტო, ერთხელ კი უეფას თასი მოიგო.
ფერლაინომ, რომელიც 91 წლის არის, „კორიერე დელო სპორტს” თავის ყოფილ კლუბზე ასე უთხრა:
„დღეს „ნაპოლი” ის გუნდია, რომელიც ოცნების საშუალებას იძლევა, მაგრამ სკუდეტოზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან გათვალვა იცის. ჩემპიონატის პირველი ფაზა მხოლოდ აპერეტივი იყო, ნამდვილი ჩემპიონატი კი 4 იანვარს იწყება, მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდება.
კვარას ისეთი გვარი აქვს, რომლის გამოთქმაც შეუძლებელია. ჩემთვის ის არის „კარა” (ძვირფასი, საყვარელი): ფანტასტიკური მოთამაშეა, როგორიც მილანისთვის არის ლეაო. ასეთია სპალეტის მთელი გუნდი. ის, პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი სრულიად იმსახურებენ იმ ქებას, რომელსაც ისმენენ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
