ეს ამბავი მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდდა და ჩვენ ბევრს არაფერს დავამატებთ. მხოლოდ ერთს – ფრიად სასიამოვნოა ქართველი ფეხბურთელის ევროპის ერთერთ გრანდში ხილვა.
„ლუკას ვიცნობდით და ვაკვირდებოდით. ის ჩვენთან გარკვეული პერიოდი ვარჯიშობდა და ბრწყინვალე შთაბეჭდილებაც დატოვა. ამიტომაც გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა და ლუკა შემდეგი სეზონიდან შემოგვიერთდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ თბილისის „დინამოს“ თანამშრომლობისთვის და მის მხარდამჭერ აგენტ გურამ კაჭახიძეს”, – თქვა მიუნხენური კლუბის ახალგაზრდული სექტორის მენეჯერმა იოხენ ზაუერმა.
ბავარიული კლუბის 10-ნომრიანი მაისურა ყველაფერზე მეტყველებს…
ლუკა პარკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიაში 2017 წლიდან თამაშობდა და ყველა ასაკობრივ გუნდი გაიარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 27 ივლისს აზერბაიჯანული „თურანთან“ ამხანაგური მატჩისას შედგა. ლუკამ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 19 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
ლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბს გაისად, ზაფხულში შეუერთდება.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
