კასტელ დი სანგროში „ნაპოლიმ” მესამე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, „ჟირონას” 3:1 მოუგო. ბოლო გოლი თავისივე მონადირებული თერთმეტმეტრიანით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მატჩის დამთავრების შემდეგ, რადიო Kiss Kiss Napoli-თვის მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა:
„კვარა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ის ძალიან ტექნიკურია, კაცზე ჯიქურ მიდის, რთული სიტუაციებიდან კარგად ძვრება და მნიშვნელოვან გაგრძელებებსაც პოულობს. მისი ძალა თქვენ ახლა გაიგეთ, ჩვენ კი ყოველთვის ვიცოდით”.
სპალეტი თამაშით კმაყოფილი დარჩა. მას მოეწონა პრესინგი, რომელიც მისმა ფეხბურთელებმა ითამაშეს, თუმცა მიაჩნია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში კომბინაციების უკეთესი გაგრძელება უნდა ეპოვათ. ამის მიუხედავად, მწვრთნელმა სიამოვნებით აღნიშნა, რომ „ნაპოლიმ” სამი გოლის გატანა შეძლო.
https://www.youtube.com/watch?v=OzSaE90eHLw
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
