სუპერკომპიუტერმა, რომელიც პროგნოზს უამრავი ანალიტიკური თუ სტატისტიკური მონაცემების გადამუშავების საფუძველზე აკეთებს, 2022-2023 წლების პრემიერლიგის სეზონში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ლივერპულს“ მისცა (49,7%). შემდეგ მოდის „მანჩესტერ სიტი“ (47%).

ოთხეულში ასევე უნდა მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ (25,56%) და „არსენალი“ (22%).

„ტოტენჰემს“ (1,81%) და „ჩელსის“ (1,10%) საკმაოდ დაბალი პროცენტი მისცეს. დანარჩენ გუნდებს კი გამარჯვების 0,2%-ზე ნაკლები შანსი აქვთ.

ასევე გაირკვა აუტსაიდერების ვინაობაც. გავარდნის მთავარი კანდიდატები „ბორნმუთი“ (45,3%) და  „ნოტინგემ ფორესტი“ (44,47%) არიან.

Roundtable: How many trophies will Liverpool win this season? | Sporting  News Malaysia