Jota can get much better!' - Klopp predicting bright future for new Liverpool star | Goal.com English Bahrainპორტუგალიელმა დიოგუ ჟოტამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მერსისაიდულ კლუბში ის 2027 წლამდე დარჩება.

ამ სიახლემ „წითლების“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღაფრთოვანა. „შესანიშნავი, შესანიშნავი სიახლეა. მისი უნარები არაჩვეულებრივია. ყველა ხედავს რაოდენი მუხტი მოიტანა გუნდში მოსვლისთანავე. ბევრი გოლი გააქვს, გუნდურადაც კარგად თამაშობს. მისი პრესინგი და კონტრპრესინგი გასაოცარ დონეზეა. ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და შეტევაში მრავალფეროვან არჩევანს გვაძლევს“, – თქვა „ლივერპულის“ გერმანელმა მწვრთნელმა.

ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წლის სექტემბრიდან თამაშობს.