ქალის გაუპატიურების ბრალდებით პრემიერლიგის კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიჭირეს. ლაპარაკია ძალიან ცნობილ ფეხბურთელზე, რომელზეც „სანი” წერს, რომ ის ინგლისის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. ცხადია, ეჭვმიტანილი ნაკრების წევრია და წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადება.
ფეხბურთელი, ისევე როგორც მომჩივანი ქალი, 20-დან 30 წლამდე არიან. პოლიციის ექვსმა მანქანამ ვარსკვლავს შინ, ღამის 3 საათზე, მძინარეს მიაკითხა. საქმე საჩივრის საფუძველზე აღიძრა. ქალი ამბობს, რომ ფეხბურთელმა ის კურორტზე გააუპატიურა, რის შემდეგაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან შინ, ოჯახსა და ახლობლებთან გაიქცა, ბოლოს კი ინგლისში პოლიციაში მივიდა და სხეულის დალურჯებული ადგილების ფოტოები წარუდგინა.
ფეხბურთელმა განყოფილებაში სულ მცირე 15 საათი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. ცნობილი გახდა, რომ სხვა მოთამაშეები WhatsApp-ის ჯგუფში დაზაფრულები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გაოცებას. დაკავებული სეზონისწინა შეკრებაზე გამგზავრებულ გუნდს ჩამორჩა.
კლუბი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
